ამერიკულმა კომპანიამ Nielsen Holdings ბოლო ათწლეულის ყველაზე გაყიდვადი ფირფიტები დაასახელა. ჩამონათვალს 558,000 გაყიდული ეგზემპლარით ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, The Beatles-ის 1969 წლის ნამუშევარი Abbey Road ლიდერობს. მეორე პოზიციას ჯგუფ Pink Floyd-ის 1973 წლის ჩანაწერი The Dark Side of the Moon იკავებს. მესამე ადგილზე კი ცნობილი ფილმის Guardians of the Galaxy საუნდტრეკების ალბომი Guardians of the Galaxy: Awesome Mix Vol. 1 მოხვდა.
► ყველაზე გაყიდვადი ვინილები დიდ ბრიტანეთში 2019 წელს
ყველაზე მეტჯერ გაყიდული ვინილების ათეული ასე გამოიყურება:
Abbey Road ჯგუფმა 1969 წელს გამოუშვა. ჩანაწერი ბენდის ბოლოსწინა ალბომია. ნამუშევარმა გამოსვლისთანავე მსმენელისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. მასში შედის კოლექტივის ისეთი საკულტო კომპოზიციები, როგორებიცაა: Come Together, Something, Here Comes the Sun და სხვა. გარეკანი კი, რომელზეც ბენდის წევრები ები როუდს კვეთენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომის ყდაა.
კომენტარები