Thumbnail

მოუსმინეთ: Redman სამტრეკიან ჩანაწერს 3 Joints ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი რეჯინალდ ნოუბლი, ფსევდონიმით Redman, მსმენელს ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ნიუ ჯერსელმა ემსიმ ახალი EP სახელწოდებით 3 Joints გაავრცელა, რომელიც 3 კომპოზიციას აერთიანებს.

► ნახეთ: Redman - Black Man In America Ft. Pressure 

► Redman: მირჩევნია, ჩემმა შვილებმა ალკოჰოლის ნაცვლად მარიხუანა მოიხმარონ 

► ნახეთ: Redman ვიდეორგოლს Trap House აქვეყნებს 

რედმენი წარმატებული რეპერი, დიჯეი და მსახიობია. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990 წელს დაიწყო და ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერიც გამოუშვა. სოლო კარიერის გარდა, რეჯინალდმა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan ერთ-ერთ წამყვან წევრთან, მეთოდ მენთან ერთად დუეტიც ჩამოაყალიბა. მათი მთავარი მიღწევა კომერციულად მომგებიანი ერთობლივი ნამუშევარი Blackout! გახლავთ. 2001 წელს კოლეგებმა კომედიური ჟანრის პოპულარულ ფილმში How High მთავარი როლებიც შეასრულეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული