Thumbnail

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ გაერთიანებამ Gang Starr კომპოზიციის Bad Name რემიქსი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ვეტერანი რეპერები Method Man და Redman მონაწილეობენ. ტრეკის თავდაპირველი ვერსია "გენგ სთარის" 2019 წლის ალბომის One Of The Best Yet ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: 16 წლის შემდეგ Gang Starr ალბომს ავრცელებს 

► ნახეთ: Gang Starr ვიდეორგოლს Bad Name ავრცელებს 

► DJ Premier: ალბომის შექმნისას ვგრძნობდი, რომ გურუ საფლავიდან მესაუბრებოდა 

Gang Starr ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული დუეტია. გაერთიანება 1989 წელს ჩამოყალიბდა. გურუმ და დიჯეი პრემიერმა 7 ალბომზე ითანამშრომლეს. ჯაზ რეპის პიონერად წოდებული პროექტის დისკოგრაფია ასევე 2 კომპილაციურ ჩანაწერს მოიცავს. "გენგ სთარის" ცნობილი კომპოზიციებია: Mass Appeal, Code Of The Streets, Above The Clouds, Moment Of Truth, Full Clip, Skills და სხვა.

ჰიპ ჰოპ დუეტი მსმენელს 16-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 2019 წელს ახალი ალბომით დაუბრუნდა. სტუდიურ ნამუშევარში არაერთი გავლენიანი და ახალგაზრდა არტისტი მონაწილეობს. მათ შორის არიან: J. Cole, Big Shug, Freddie Foxxx (Bumpy Knuckles), Group Home, Jeru The Damaja, M.O.P., Ne-Yo, Nitty Scott, Q-Tip, Royce Da 5'9'’ და Talib Kweli. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული