Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. KHIDI: Sept | Mattia Train | Frequency Shifter | Oimactta | DJ Soul Explosion

14 თებერვალი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" პოლონეთში მოღვაწე დიჯეისა და პროდიუსერს, Sept-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Mattia Trani და Frequency Shifter დაიკავებენ. G2-ში კი მსმენელთა წინაშე Oimactta და DJ Soul Exlposion წარდგებიან. 

4. SAZAMTRO: სიყვარული წმინდა მთაზე 

14 თებერვალი (პარასკევი)

14 თებერვალს "საზამთრო" მორიგ ღონისძიებას გამართავს. ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე მისული სტუმრების წინაშე შვეიცარიელი მუსიკოსი Benja, ასევე NicoleKhvedeliani, Vasil, RatiAko Von Unten და სხვა არტისტები წარდგებიან. 

3. BASSIANI / HOROOM: Antigone | Newa | Davis | Hamatsuki | Mercurrio 

14 თებერვალი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" პარიზელ დიჯეისა და პროდიუსერს, Antigone-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ქართველი არტისტი Newa დაიკავებს. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე Davis, Hamatsuki და Mercurrio წარდგებიან. 

2. POLITIKA: Sexy Bicycle

15 თებერვალი (შაბათი)

15 თებერვალს ბარი "პოლიტიკა" ესპანეთში მოღვაწე ქართველ მუსიკოსს, ნიკა ელიას მასპინძლობს. სასცენო სახელით Sexy Bicycle ცნობილი არტისტის შემოქმედება ელექტროპოპს, სინთვეივსა და პოსტ პანკს აერთიანებს. 

1. MONO HALL: Zagareli | Kordz | Dro | Eko | SvanSikh | Nikakoi | Tusia Beridze | Anushka

15 თებერვალი (შაბათი)

შაბათს Mono Hall მარიამ კალომლეწავის მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტს მასპინძლობს. მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტები SvanSikh, Kordz, Dro, ნიკა მაჩაიძე, ერეკლე დეისაძე, ტუსია ბერიძე, გიორგი ცაგარელი და ანუშკა ჩხეიძე წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული