Thumbnail

ნახეთ: ბობ მარლის კომპოზიციის Redemption Song კლიპი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული იამაიკელი რეგეი მუსიკოსის, ბობ მარლის წარმომადგენლებმა აფროამერიკელთა ისტორიის თვის, თებერვლის დადგომასა და არტისტის 75-ე იუბილესთან დაკავშირებით კომპოზიციაზე Redemption Song კლიპი შექმნეს.

Redemption Song ბობ მარლიმ თავის ბენდ Bob Marley and the Wailers-თან ერთად 1980 წელს ჩაწერა. სინგლი ბენდის რიგით მეთორმეტე ალბომში Uprising შედის.

ბობ მარლიმ რეგეი კოლექტივი Bob Marley and the Wailers 1983 წელს ჩამოაყალიბა. ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ალბომი The Wailing Wailers გაავრცელა. მუსიკოსს ჯგუფთან ერთად 12 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოშვებული.

19-წლიანი კარიერის განმავლობაში მარლის 75 მილიონ ჩანაწერზე მეტი აქვს გაყიდული. საკულტო არტისტი იამაიკური მუსიკისა და რეგეი კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული