Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, სუფიან სტივენსმა და მისმა მამინაცვალმა, ლოუელ ბრემსმა ახალი კომპოზიცია The Runaround და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელეს. სინგლი არტისტების კოლაბორაციულ ალბომში Aporia შევა, რომელიც 27 მარტს გამოიცემა.

► ნახეთ: Sufjan Stevens & Lowell Brams - The Unlimited

► ნახეთ: Sufjan Stevens - Love Yourself | With My Whole Heart

აღსანიშნავია, რომ სტივენსმა 2015 წელს გამოცემული რიგით მეშვიდე ალბომი Carrie & Lowell გარდაცვლილი დედისა და მამინაცვლის ურთიერთობას მიუძღვნა.

სუფიან სტივენსმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს დაიწყო. 1999-ში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი A Sun Came გაავრცელა. სტივენსს კომერციული წარმატება 2005 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა Illinois მოუტანა. ნამუშევარში შესულმა სინგლმა Chicago ამერიკული გამოცემა Billboard-ის ერთ-ერთ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

2017 წელს სტივენსმა რეჟისორ ლუკა გუადანინოს კინოსურათისთვის Call Me by Your Name ორი ტრეკი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი Mystery of Love რიგით 90-ე ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მომდევნო წელს მუსიკოსი ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად მიიღეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული