Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ Prince-ის სიმღერა "1999" დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფი Coldplay მედიაპლატფორმას National Public Radio ესტუმრა. ბენდმა გადაცემაში Tiny Desk Concert ბოლო ალბომში შესული კომპოზიციები Cry Cry Cry, Broken და Champion of the World, აგრეთვე, 2008 წელს გამოცემული ჰიტი Viva La Vida და ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, პრინსის სიმღერის "1999" ქავერ ვერსია შეასრულა.

► ნახეთ: Coldplay-მ კომპოზიციაზე Champion of the World კლიპი გადაიღო

► ნახეთ: Coldplay-მ კომპოზიციაზე Cry Cry Cry კლიპი გადაიღო

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული