Thumbnail

R.O x Konoba ქართველ მსმენელს: დაიბანეთ ხელები, სანამ ხინკალს შეჭამთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 27 მარტს თბილისში ბელგიური დუეტის, R.O x Konoba-ს კონცერტი აღარ ჩატარდება. მუსიკოსები ღონისძიების გამართვას წლის ბოლომდე გვპირდებიან. ამასთან დაკავშირებით მათ ფეისბუქზე დაწერეს.

► ნახეთ: ბელგიურმა დუეტმა R.O x Konoba საქართველოში გადაღებული კლიპი გაავრცელა

► R.O x Konoba-ს 5 საყვარელი სიმღერა

"მოგესალმებით ყველას. 27 მარტს თბილისში დაგეგმილი ჩვენი კონცერტი წლის ბოლომდე გადაიდო. ახალ თარიღს სულ მალე შეგატყობინებთ. ბილეთის თანხის დაბრუნება უკვე შეგიძლიათ, თუმცა, გირჩევთ ის შეინახოთ, რადგან ჩვენი შოუ უფრო უკეთესი და მასშტაბური იქნება, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ეს არ უნდა გამოტოვოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დაიბანეთ ხელები, სანამ ხინკალს შეჭამთ", - წერენ მუსიკოსები სოციალურ ქსელში.

"კონობა" მუსიკოს რაფაელ ესთერჰეიზის პროექტია, რომლის შემოქმედებაც ძირითადად არტისტ ოლივიე რუჯისთან, სასცენო სახელით R.O, ჩაწერილ კომპოზიციებს მოიცავს. დუეტს სამი EP და ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. განსაკუთრებული წარმატება მუსიკოსებს სიმღერამ On Our Knees მოუტანა. R.O x Konoba-მ საქართველოში უკვე ხუთჯერ გამართა კონცერტი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული