Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ სიმღერაზე Trouble in Town კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay კომპოზიციაზე Trouble in Town გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლი, რომლის ავტორიც ირლანდიელი რეჟისორი აოიფ მაკარდლი გახლავთ, ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოების "ცხოველების ფერმა" შთაგონებით შეიქმნა. ტრეკი ბენდის ბოლო, ორმაგ ალბომში Everyday Life არის წარმოდგენილი, რომელიც 2019 წელს გამოიცა.

► ნახეთ: Coldplay-მ Prince-ის სიმღერა "1999" დააქავერა

► ნახეთ: Coldplay-მ კომპოზიციაზე Champion of the World კლიპი გადაიღო

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული