Thumbnail

კრის მარტინმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ინსტაგრამზე პერფორმანსი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ფრონტმენმა, კრის მარტინმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის, ინსტაგრამის პირდაპირი ეთერის საშუალებით, 30-წუთიანი პერფორმანსი სახელწოდებით Together At Home გამართა. 

► კრის მარტინი: ჩემი მანერების გამო თანასკოლელებს გეი ვეგონე

► ნახეთ: Coldplay-მ სიმღერაზე Trouble in Town კლიპი გადაიღო

► ნახეთ: Coldplay-მ კომპოზიციაზე Champion of the World კლიპი გადაიღო

ლაივის განმავლობაში კრისი კითხულობდა მსმენელების კომენტარებს და მათ სასურველ სიმღერებსაც ასრულებდა. არტისტმა კომპოზიციები: Viva La Vida, A Sky Full of Stars, Trouble, Green Eyes, Clocks, Up & Up, Yellow, Us Against The World, O და ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის ჰიტი Life on Mars იმღერა.

კრის მარტინმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს მულტიინსტრუმენტალისტ ჯონი ბაქლენდთან ერთად ჩამოყალიბებულ ჯგუფ Pectoralz-ში მოღვაწეობით დაიწყო. მოგვიანებით კოლექტივს სახელი გადაერქვა და Coldplay ეწოდა. მუსიკოსს ბენდთან ერთად 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული