Thumbnail

მოუსმინეთ: ბრაიან ინომ და მისმა ძმამ ალბომი Mixing Colours გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ბრაიან ინომ და მისმა ძმამ, კომპოზიტორმა როჯერ ინომ პირველი ერთობლივი ალბომი Mixing Colours გაავრცელეს. ჩანაწერში სულ 18 კომპოზიციაა წარმოდგენილი. ჩანაწერში შესული ტრეკების ნაწილზე არტისტებმა ჯერ კიდევ 2005 წელს იმუშავეს. 

ბრაიან ინომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1971 წელს საკულტო როკ კოლექტივში Roxy Music დაიწყო. თუმცა, ორი ალბომის ჩაწერის შემდეგ, ინომ ჯგუფი დატოვა. მრავალწლიანი სოლო კარიერის განმავლობაში ემბიენთ მუსიკის ერთ-ერთ პიონერს რამდენიმე ათეული სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. სხვადასხვა დროს მას ისეთ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: დევით ბოუი, რობერტ ფრიპი, ჰაროლდ ბადი, ჯონ კეილი, დეიმონ ალბარნი, Talking Heads, Coldplay, U2 და სხვა.

როჯერ ინო კი თავდაპირველად ბრაიან ინოს ალბომის Apollo: Atmospheres and Soundtracks ჩაწერაში მონაწილეობდა. 1985 წელს მან სადებიუტო სოლო სტუდიური ჩანაწერი Voices გამოსცა. მუსიკოსმა კარიერის განმავლობაში ისეთ ცნობილ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: ლუ რიდი, ჯარვის კოკერი, დევიდ გილმორი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული