Thumbnail

მოუსმინეთ: სუფიან სტივენსმა და მისმა მამინაცვალმა ალბომი Aporia გაავრცელეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, სუფიან სტივენსმა და მისმა მამინაცვალმა, ლოუელ ბრემსმა კოლაბორაციული ალბომი Aporia გაავრცელეს. არტისტები ჩანაწერის გამოცემას 27 მარტს გეგმავდნენ, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო შემსრულებლებმა ნამუშევარი ნაადრევად გამოუშვეს.

აღსანიშნავია, რომ სტივენსმა 2015 წელს გამოცემული რიგით მეშვიდე ალბომი Carrie & Lowell გარდაცვლილი დედისა და მამინაცვლის ურთიერთობას მიუძღვნა.

სუფიან სტივენსმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს დაიწყო. 1999-ში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი A Sun Came გაავრცელა. სტივენსს კომერციული წარმატება 2005 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა Illinois მოუტანა. ნამუშევარში შესულმა სინგლმა Chicago ამერიკული გამოცემა Billboard-ის ერთ-ერთ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

2017 წელს სტივენსმა რეჟისორ ლუკა გუადანინოს კინოსურათისთვის Call Me by Your Name ორი ტრეკი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი Mystery of Love რიგით 90-ე ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მომდევნო წელს მუსიკოსი ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად მიიღეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული