Thumbnail

ნახეთ: კრის მარტინმა ბობ დილანის კომპოზიცია Shelter from the Storm შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ფრონტმენი, კრის მარტინი ამერიკულ სატელევიზიო შოუში Saturday Night Live საკუთარი სახლიდან ჩაერთო და ლეგენდარული მუსიკოსის, ბობ დილანის კომპოზიცია Shelter from the Storm შეასრულა.

► კრის მარტინმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ინსტაგრამზე პერფორმანსი გამართა

► კრის მარტინი: ჩემი მანერების გამო თანასკოლელებს გეი ვეგონე

კომპოზიციის ორიგინალი ვერსია დილანის რიგით მე-15 ალბომში Blood on the Tracks არის წარმოდგენილი, რომელიც 1975 წელს გამოიცა.

კრის მარტინმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს მულტიინსტრუმენტალისტ ჯონი ბაქლენდთან ერთად ჩამოყალიბებულ ჯგუფ Pectoralz-ში მოღვაწეობით დაიწყო. მოგვიანებით კოლექტივს სახელი გადაერქვა და Coldplay ეწოდა. მუსიკოსს ბენდთან ერთად 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული