Thumbnail

4D Monster Lobsters სადებიუტო ალბომს Solitary Days of Alien Abduction ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართულმა ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters სადებიუტო ალბომი Solitary Days of Alien Abduction გაავრცელა. სტუდიურ ჩანაწერში როგორც მსმენელისთვის უკვე ნაცნობი, აგრეთვე, ახალი სიმღერები შედის. ნამუშევარი სულ 13 კომპოზიციას აერთიანებს.

Four Dimensional Monster Lobsters თბილისში 2018 წელს ჩამოყალიბდა. 2019 წელს ჯგუფმა სადებიუტო EP სახელწოდებით Secret Missions გამოსცა. ფსიქოდელიური სინთპოპ ბენდი ოთხი წევრისგან შედგება: ბექა თევდორაშვილი, კოკო ანთელავა, სანდრო ფაილოძე და თენგო ნოზაძე. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული