Thumbnail

აიზეა რაშადის გარდა, მსმენელს თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული გაერთიანების Top Dawg Entertainment კიდევ ერთი წევრი, ჰერბერტ სტივენს IV, იგივე Ab-Soul დაუბრუნდა. 2016 წელს გამოქვეყნებული ალბომის Do What Thou Wilt. შემდეგ, ებ-სოულმა პირველი სოლო კომპოზიცია Dangerookipawaa (Freestyle) გაავრცელა.

► მოუსმინეთ: Isaiah Rashad - Why Worry

► ნახეთ: Reason, Boogie და Ab-Soul კლიპს Trapped In ავრცელებენ

კალიფორნიელმა ემსიმ კომპოზიციას ლეიბლ TDE-ის დამფუძნებლის, ენტონი ტიფიტის მეტსახელი დაარქვა. ამასთან, მუსიკოსმა ნამუშევარში პატივი 2018 წელს გარდაცვლილი მეგობრის, მაკ მილერის ხსოვნას მიაგო.

ებ-სოულმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. 2008 წლიდან ის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Top Dawg Entertainment წევრია. ერთი წლის შემდეგ, მან ლეიბლის სხვა წარმომადგენლებთან, ქენდრიქ ლამართან, სქულბოი ქიუსთან და ჯეი როქთან ერთად ჯგუფი Black Hippy ჩამოაყალიბა. დღეისთვის კალიფორნიელის დისკოგრაფიაში 4 ალბომი და 2 მიქსტეიპი ერთიანდება. მათგან განსაკუთრებული მოწონება სოულოს 2012 წლის სტუდიურმა ჩანაწერმა Control System დაიმსახურა. არტისტის ტექსტები მეტაფორებისა და ე.წ. ფანჩლაინების სიმრავლით გამოირჩევა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული