Thumbnail

ნახეთ: მუსიკოსების შთაგონებით შექმნილი პირბადეების კოლექცია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკული მუსიკალური კორპორაციის, Universal Music Group-ის საკუთრებაში არსებულმა ბრენდირებული ნივთების მწარმოებელმა კომპანია Bravado-მ ცნობილი არტისტების შთაგონებით ვირუსისგან დამცავი ნიღბების კოლექცია გამოუშვა, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხაც ქველმოქმედებას მოხმარდება. 15-დოლარიან პირბადეებზე 2Pac-ის, The Rolling Stones-ის, Black Sabbath-ის, Queen-ისა და მუსიკის სხვა ლეგენდების გვერდით შეხვდებით არიანა გრანდეს, ბილი აილიშის, ჯასტინ ბიბერის, The Weeknd-ისა და BLACKPINK-ის სახელწოდებებსა თუ ლოგოებს.

► ნახეთ: მუსიკის ვარსკვლავებმა კონცერტი One World: Together At Home გამართეს

"პროექტი ყველაზე მოწყვლადი ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად. ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს", - ნათქვამია Bravado-ს გენერალური დირექტორის, მეთ ვლასიკის განცხადებაში.

The Rolling Stones

Tupac

Tupac

Queen

Billie Eilish

Ariana Grande

BLACKPINK

The Weeknd

Justin Bieber

Bob Marley

XXXTentacion

Conan Gray

Slipknot

Imagine Dragons

Black Sabbath

Pantera

Willie Nelson

Yungblud

5 Seconds of Summer

Frank Sinatra

პირბადეები UMG-ის ინიციატივის WE’VE GOT YOU COVERED ფარგლებში დამზადდა, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდებში, მათ შორის მუსიკის სფეროს წარმომადგენელთა დასახმარებლად შექმნილ MusiCares-სა და Help Musicians-ში. დამცავი ნიღბები გადაეცემათ ე.წ. კვების ბანკების თანამშრომლებს, უსახლკაროთა თავშესაფრებს და ასე შემდეგ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული