Thumbnail

ბილი აილიშის სიმღერა, რომელმაც სელენა გომესი აატირა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, სელენა გომესმა პლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურის Beats 1 შოუში At Home ჩართვისას ის კომპოზიციები დაასახელა, რომელთაც თვითიზოლაციაში ყოფნისას უსმენს. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი სიმღერა 18 წლის მუსიკოსის, ბილი აილიშის სინგლია სახელწოდებით Everything I Wanted. როგორც სელენამ აღნიშნა, ამ ნამუშევრის პირველად მოსმენისას ატირდა, რადგანაც მის ტექსტში მუსიკალური ინდუსტრია შეულაზებლად არის წარმოჩენილი.

ნახეთ: სელენა გომესი კლიპის Boyfriend კადრს მიღმა სცენებს ავრცელებს

სელენა გომესი: ჩემზე იმდენ ტყუილს წერდნენ, გადავწყვიტე, თავად მესაუბრა სიმართლე

"ბილის კარგად ესმის, რა სახე შეიძლება, მიიღოს მისთვის მუსიკალურმა ინდუსტრიამ. როცა ეს სიმღერა პირველად მოვისმინე, უბრალოდ, ავტირდი, რადგან ამ საქმით დიდი ხანია, ვარ დაკავებული და ვიფიქრე - "ჯანდაბა, სრული სიმართლეა, რასაც ამბობს". ბილი ყველაფერს იმსახურებს, რაც დღეს აქვს, შესანიშნავი არტისტია", - აღნიშნა სელენამ.

რაც შეეხება სხვა შემსრულებლებს, გომესის თქმით, თვითიზოლაციაში მრავალფეროვან მუსიკას, მათ შორის Kid Cudi-ს, H.E.R.-ს, Erykah Badu-ს, Fleetwood Mac-სა და ჯულია მაიკლსს უსმენს. მას არც თავისი ახლო მეგობარი, ტეილორ სვიფტი გამორჩენია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ავტორ-შემსრულებლად მოიხსენია. ყველა დროის რჩეულ მუსიკოსად კი სელენამ ბარბადოსელი მომღერალი Rihanna დაასახელა.

"თავიდანვე რიანას ფანი ვიყავი. მას კარიერაში ჩავარდნა არ ჰქონია. როცა Love on the Brain იმღერა ლაივში, გავიფიქრე, ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიციაა-მეთქი. იმას, თუ როგორ ასრულებს რირი ამ სიმღერას, სულ სხვა რეალობაში გადავყავარ. ის ჩემთვის ყველა დროის ფავორიტი მომღერალია", - ამბობს არტისტი.

მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული