Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ ბროდვეის მიუზიკლიდან The Last Five Years სიმღერა შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ ტონის ჯილდოს მფლობელი კომპოზიტორის, ჯეისონ რობერტ ბრაუნის ონლაინ კონცერტების სერიაში Artist-in-Residency მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც ბროდვეის თეატრში ბრაუნის მიერ დადგმული მიუზიკლიდან The Last Five Years კომპოზიცია Still Hurting შეასრულა. არიანას ფორტეპიანოზე აკომპანირებას თავად ჯეისონი უწევდა, სხვა ინსტრუმენტებზე კი ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მუსიკოსთა გუნდი უკრავდა.

ნახეთ: არიანა გრანდემ My Everything შეასრულა

"ეს ულამაზესი მომენტი იყო, რომლის ყოველი წუთითაც ვისიამოვნე. მადლობა მოწვევისთვის, აგრეთვე იმისთვის, რასაც აკეთებთ. ონლაინ კონცერტზე ყველამ არაჩვეულებრივად დაუკრა და იმღერა. მიყვარხართ", - დაწერა გრანდემ ტვიტერზე მოგვიანებით.

არიანამ და ჯეისონმა პირველად 2008 წელს ითანამშრომლეს, როცა ბროდვეის თეატრის სცენაზე 14 წლის გოგონას დებიუტი შედგა მიუზიკლში "13". ამ დროს გრანდეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გავრცელებული სადებიუტო ალბომი Yours Truly. მოგვიანებით არტისტებმა ერთობლივი კომპოზიცია Jason’s Song (Gave It Away) დაწერეს, რომელიც არიანას მესამე სტუდიურ ნამუშევარში Dangerous Woman შევიდა.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული