Thumbnail

Madonna-ს სისხლში COVID-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მადონამ ინსტაგრამზე თავისი ვიდეოდღიურის მორიგი, მე-14 ეპიზოდის საშუალებით თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ რამდენიმე დღის წინ COVID-19-ის ანტისხეულების ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხიც მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომღერალს ახალი კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. 61 წლის არტისტის თქმით, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია შეიტყო, ვირუსი აღარ აშინებს.

ნახეთ: თვითიზოლაციაში მყოფმა Madonna-მ ვიდეოდღიურის წარმოება დაიწყო

"რამდენიმე დღის წინ ტესტი ჩავიტარე და შევიტყვე, რომ ანტისხეულები მქონია. ასე რომ, ვაპირებ, ავტომობილით შორ მანძილზე გავისეირნო, ფანჯარა ჩამოვწიო და COVID-19-ით გაჟღენთილი ჰაერი ვისუნთქო", - ამბობს მადონა ვიდეოში.

View this post on Instagram

#staysafe #staysane

A post shared by Madonna (@madonna) on

ამ პოსტის შემდეგ მომღერალი ფოტოგრაფ სტივენ კლეინის დაბადების დღის წვეულებაზე შენიშნეს. მედიას არ გამოჰპარვია, რომ არტისტი, იუბილართან და სტუმრებთან ერთად, სოციალურ დისტანციასა და უსაფრთხოების სხვა წესებს არ იცავდა.

ანტისხეულები სისხლის პლაზმაში არსებული ცილოვანი ნაერთებია, რომლებიც ორგანიზმში ანტიგენების - უცხო ან პოტენციურად საშიში ნივთიერებების მოხვედრისას გამომუშავდება. ისინი ორგანიზმში მოხვედრილ ბაქტერიებს ან ვირუსებს უკავშირდებიან და მათ გამრავლებას უშლიან ხელს.

აღსანიშნავია, რომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სისხლში ანტისხეულების არსებობა კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის არსებობას არ ადასტურებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული