Thumbnail

ჯგუფმა Killages ალბომის გამოსაცემად Fundraiser.ge-ზე თანხის შეგროვება დაიწყო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა ჯგუფმა Killages სადებიუტო ალბომის გამოსაცემად პლატფორმა Fundraiser.ge-ზე კამპანია დაიწყო. როგორც მუსიკოსები აცხადებენ, სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გაუქმებული კონცერტების გამო კი თანხის მოძიება ვერ ხერხდება.

მოუსმინეთ: Killages - Dayz

"Killages - სადებიუტო ალბომის მხარდასაჭერად

პირველ რიგში, ძალიან მოგვენატრეთ ♥ იმედია, ძალიან მალე შევხვდებით! მოგეხსენებათ, COVID-19-მა ძალიან ბევრი სფერო დააზარალა, მათ შორის მუსიკალური ინდუსტრია, გაგვიუქმდა ყველა დაგეგმილი კონცერტი და ფესტივალი, შესაბამისად, დავრჩით შემოსავლის გარეშე. ჩვენც, ალბათ, ისევე, როგორც ბევრი თქვენგანი, ვრჩებით სახლში და ვიცავთ პროტოკოლს :)) თუმცა, ჩვენს შემთხვევაში სახლში ჯდომასაც აქვს პლიუსები და, როგორც იქნა, თითქმის დავასრულეთ სადებიუტო ალბომზე მუშაობა, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან კარგი გამოდის", - წერს ჯგუფი კამპანიის აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ მას, ვინც ბენდს თანხას გადაურიცხავს, მომდევნო კონცერტის ბილეთი გადაეცემა.

Killages ქალაქ რუსთავში 2016 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი 4 წევრისგან შედგება: გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი და რატი რატიანი. 2018 წელს ბენდმა Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზეც დაუკრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული