Thumbnail

ნახეთ: დევიდ გილმორმა სიდ ბარეტის სოლო კომპოზიციები შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, დევიდ გილმორმა, ოჯახთან ერთად გამართული ყოველკვირეული ლაივების Von Trapped Family ფარგლებში, ჯგუფ Pink Floyd-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, საკულტო არტისტის, სიდ ბარეტის კომპოზიციები Octopus და Dominoes შეასრულა. პირველი მათგანი ბარეტის მიერ 1970 წელს გამოშვებულ სადებიუტო სოლო ალბომში The Madcap Laughs არის წარმოდგენილი, მეორე კი ამავე წელს გავრცელებულ უკანასკნელ სოლო ჩანაწერში სახელწოდებით Barrett.

დევიდ გილმორმა ლეონარდ კოენის Bird on the Wire და So Long, Marianne შეასრულა

Octopus

Dominoes

დევიდ გილმორმა მუსიკალური მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. ის ლეგენდარულ ჯგუფ Pink Floyd-ს 1967 წელს მანამ შეუერთდა, სანამ სიდ ბარეტი კოლექტივს დატოვებდა. კარიერის განმავლობაში გილმორმა ბენდთან ერთად 250 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. 1996 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. გილმორს 4 სოლო სტუდიური ალბომიც აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული