Thumbnail

ნახეთ: 4D Monster Lobsters-მა ონლაინ კონცერტი გამართა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართულმა ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters სტუდია Lenø Records-ის ლაივ სესიების ფარგლებში ონლაინ კონცერტი გამართა. მუსიკოსებმა მსმენელებისთვის თითქმის 1 საათის განმავლობაში დაუკრეს.

4D Monster Lobsters სადებიუტო ალბომს Solitary Days of Alien Abduction ავრცელებს

Four Dimensional Monster Lobsters თბილისში 2018 წელს ჩამოყალიბდა. 2019 წელს ჯგუფმა სადებიუტო EP სახელწოდებით Secret Missions გამოსცა. ფსიქოდელიური სინთპოპ ბენდი ოთხი წევრისგან შედგება: ბექა თევდორაშვილი, კოკო ანთელავა, სანდრო ფაილოძე და თენგო ნოზაძე. 2020 წლის აპრილში მუსიკოსებმა პირველი ალბომი Solitary Days Of Alien Abduction გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული