Thumbnail

ნახეთ: Gunna-მ მომავალი ალბომის Wunna გარეკანი და ტრეკლისტი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Gunna-მ ინსტაგრამზე მომავალი ალბომის Wunna გარეკანი და ტრეკლისტი გაავრცელა. სტუდიური ნამუშევარი 18 კომპოზიციას გააერთიანებს. ჩანაწერში ისეთი პოპულარული მუსიკოსები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ტრევის სკოტი, იანგ თაგი, როდი რიჩი და სხვები. ალბომი გაყიდვაში 22 მაისს ჩაეშვება.

განამ მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერის შემოქმედება სადებიუტო ალბომსა და 5 ოფიციალურ მიქსტეიპს აერთიანებს. 2018 მან მეგობარ მუსიკოსთან, ლილ ბეიბისთან ერთად კოლაბორაციული მიქსტეიპი Drip Harder გამოაქვეყნა, რომელმაც შემსრულებლებს ფართო საზოგადოების აღიარება მოუტანა. ერთი წლის შემდეგ კი გაყიდვაში ატლანტელის სადებიუტო ალბომი ჩაეშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული