Thumbnail

ნახეთ: Jhené Aiko და Ab-Soul კლიპში One Way St.

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ალტერნატიული არენბისა და ნეო სოულის შემსრულებელი, ჯენეი აიკო კომპოზიციაზე One Way St. გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. მუსიკოსის ჩანაწერში თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული გაერთიანების Top Dawg Entertainment წარმომადგენელი, Ab-Soul მონაწილეობს. ტრეკი ჯენეის ბოლო ალბომის Chilombo სინგლია.

მოუსმინეთ: Jhené Aiko-მ ახალი ალბომი Chilombo გაავრცელა

ნახეთ: Jhené Aiko კომპოზიციას H.O.E. ასრულებს

ნახეთ: Jhené Aiko - H.O.E. Ft. Future & Miguel

ჯენეი აიკო და ებ-სოული ახლო მეგობრები არიან, რომლებმაც კარიერის განმავლობაში არაერთ დასამახსოვრებელ კომპოზიციაზე ითანამშრომლეს. მათი ერთობლივი ტრეკებიდან მსმენელის განსაკუთრებული მოწონებას 2012 წლის ჩანაწერი Terrorist Threats იმსახურებს, რომელიც სოულოს ალბომში Control System არის წარმოდგენილი. ნამუშევრის One Way St. გავრცელების შემდეგ ჯენეიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ებ-სოული ყველა დროის 5 საუკეთესო რეპერს შორისაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული