Thumbnail

ნახეთ: Gunna კლიპს ROCKSTAR BIKERS & CHAINS ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული ალბომის WUNNA პრომოუშენის ფარგლებში, ჰიპ ჰოპ არტისტი Gunna მსმენელს კომპოზიციაზე ROCKSTAR BIKERS & CHAINS გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ახალგაზრდა ატლანტელის ჩანაწერის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Wheezy გახლავთ.

მოუსმინეთ: Gunna ახალ ალბომს WUNNA ავრცელებს

ნახეთ: Gunna ვიდეორგოლს Wunna ავრცელებს

ნახეთ: Gunna ვიდეორგოლს Baby Birkin ავრცელებს

განამ მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. 2018 წელს მან მეგობარ მუსიკოსთან, ლილ ბეიბისთან ერთად კოლაბორაციული მიქსტეიპი Drip Harder გამოაქვეყნა, რომელმაც შემსრულებლებს ფართო საზოგადოების აღიარება მოუტანა. ერთი წლის შემდეგ კი გაყიდვაში ატლანტელის სადებიუტო ალბომი ჩაეშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2020 წელს განამ მსმენელს მორიგი სტუდიური ჩანაწერი WUNNA შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული