Thumbnail

ლანა დელ რეიმ ახალი ალბომის სახელწოდება გაამხილა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ლანა დელ რეიმ მომავალი, რიგით მე-7 ალბომის სახელწოდება გაამხილა. სტუდიური ნამუშევარი Chemtrails Over the Country Club გაყიდვაში 5 სექტემბერს ჩაეშვება. ამის შესახებ ლანამ ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.

ლანა დელ რეი ცნობილი ქალი მუსიკოსების უარყოფითად მოხსენიებისთვის გააკრიტიკეს

"ჩემი ახალი ალბომის დასახელება Chemtrails Over the Country Club იქნება. ჩანაწერი განსაკუთრებულად კარგი გამოვიდა", - ამბობს მუსიკოსი ქვემოთ მოცემული ვიდეოს 4:34 წუთზე.

ბოლო ალბომი Norman Fucking Rockwell! დელ რეიმ გასულ წელს გამოსცა. ჩანაწერმა კრიტიკოსებისა და მსმენელის მოწონება დაიმსახურა.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული