Thumbnail

ნახეთ: ბობ მარლის 1977 წლის კონცერტის სრული ჩანაწერი გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული იამაიკელი რეგეი მუსიკოსის, ბობ მარლის წარმომადგენლებმა არტისტისა და მისი ჯგუფის Bob Marley & The Wailers მიერ 1977 წლის 4 ივნისს ლონდონში, Rainbow Theatre-ში გამართული კონცერტის სრული ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს. მარლის რიგით მე-9 ალბომის Exodus მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე ბობ მარლიმ ბენდთან ერთად თითქმის საათნახევრის განმავლობაში 14 კომპოზიცია შეასრულა.

ნახეთ: ბობ მარლის კომპოზიციის Redemption Song კლიპი გავრცელდა

ბობ მარლიმ რეგეი კოლექტივი Bob Marley and the Wailers 1983 წელს ჩამოაყალიბა. ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ალბომი The Wailing Wailers გაავრცელა. მუსიკოსს ჯგუფთან ერთად 12 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოშვებული.

19-წლიანი კარიერის განმავლობაში მარლის 75 მილიონ ჩანაწერზე მეტი აქვს გაყიდული. საკულტო არტისტი იამაიკური მუსიკისა და რეგეი კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული