Thumbnail

ბობ დილანი: The Rolling Stones-ის სიმღერები, რომლებიც სჯობდა, მე დამეწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ბობ დილანი გაზეთ The New York Times-ს თავისი მომავალი, რიგით 39-ე ალბომის შესახებ ესაუბრა, რა დროსაც ჟურნალისტმა სთხოვა, ეპოქალური ბრიტანული ჯგუფის, The Rolling Stones-ის შემოქმედებიდან სამი კომპოზიცია დაესახელებინა, რომელთა დაწერასაც თავად ისურვებდა.

ნახეთ: ბობ დილანმა ახალი ალბომის Rough and Rowdy Ways ტრეკლისტი გაავრცელა

მოუსმინეთ: ბობ დილანმა ახალი სიმღერა False Prophet გაავრცელა

"არ ვიცი, შესაძლოა Angie, Ventilator Blues და კიდევ დავფიქრდები... Wild Horses", - უპასუხა 79 წლის არტისტმა.

Angie - Goats Head Soup (1973)

Ventilator Blues - Exile on Main St. (1972)

Wild Horses - Sticky Fingers (1971)

მოუსმინეთ: ბობ დილანი კომპოზიციას I Contain Multitudes ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ თავად "როლინგ სთოუნზს" დილანის სიმღერა Like a Rolling Stone აქვს დაქავერებული, რომელიც მან 1965 წელს, ბრიტანული ტურნედან დაბრუნების შემდეგ დაწერა. 1998 წელს არტისტებმა ეს სიმღერა ერთადაც შეასრულეს რიო დე ჟანეიროში, ჯგუფის სამხრეთამერიკული ტურნეს დროს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული