Thumbnail

ნახეთ: The White Stripes-ის 2000 წლის პერფორმანსი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული დუეტის The White Stripes რიგით მეორე ალბომს De Stijl 20 ივნისს 20 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არტისტებმა 2000 წელს გადაღებული ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც სწორედ ამ ჩანაწერში შესულ კომპოზიციას Death Letter მონტანას შტატში, ერთ-ერთ ბარში ასრულებენ.

კომპოზიცია Death Letter ამერიკელ მუსიკოსს, სონ ჰაუსს ეკუთვნის. The White Stripes-მა ალბომში მისი ალტერნატიული ვერსია შეიტანა.

The White Stripes ჯეკ უაითმა და მეგ უაითმა ქალაქ დეტროიტში 1997 წელს შეიქმნეს. ორ წელიწადში მუსიკოსებმა ბენდისვე სახელწოდების სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. ჯგუფმა არსებობის მანძილზე 6 სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. გრემის მფლობელი დუეტი 2011 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული