Thumbnail

ნახეთ: არეტა ფრანკლინის სიმღერის Never Gonna Break My Faith უცნობი ვერსია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

აშშ-ში მონობის დასრულების დღესთან დაკავშირებით, ლეგენდარული არტისტის, არეტა ფრანკლინის კომპოზიციის Never Gonna Break My Faith აქამდე გამოუქვეყნებელი ვერსია გავრცელდა. ვიდეოში მომღერალს აკომპანემენტს გუნდი სახელად Boys Choir of Harlem უწევს. ნამუშევრის სტუდიურ ვერსიას არეტა მუსიკოს მერი ჯეი ბლაიჯთან ერთად ასრულებდა. ტრეკი ფილმისთვის Bobby ჩაიწერა, რომელიც კინოეკრანებზე 2006 წელს გამოვიდა.

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა. ფრანკლინი 2018 წლის 16 აგვისტოს 76 წლის ასაკში პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული