Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ჰადსონმა BET Awards-ზე კომპოზიცია Young, Gifted & Black შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა, ჯენიფერ ჰადსონმა ვირტუალურად გამართულ BET Awards 2020-ზე ლეგენდარული მუსიკოსის, არეტა ფრანკლინის კომპოზიცია Young, Gifted & Black იმღერა. ვიდეოს დასასრულს მაყურებელმა არეტას შესახებ გადაღებული ფილმის RESPECT თრეილერი იხილა. კინოსურათში ე.წ. სოულის დედოფლის როლს სწორედ ჰადსონი ასრულებს, რომელიც ამ როლზე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავად ფრანკლინმა შეარჩია. ნამუშევრის პრემიერა აშშ-ში 25 დეკემბერს იგეგმება.

ნახეთ: 2020 წლის BET Awards-ის გამარჯვებულები

ნახეთ: ჯენიფერ ჰადსონმა NBA All-Star-ზე კობი ბრაიანტის პატივსაცემად იმღერა

Young, Gifted & Black, რომელიც აფროამერიკელების სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ჰიმნად ითვლება, საკულტო მუსიკოსმა, ნინა სიმოუნმა 1969 წელს გაავრცელა. სამი წლის შემდეგ კი სიმღერის ქავერ ვერსია არეტა ფრანკლინმა ჩაწერა, რომელმაც ორიგინალ ჩანაწერზე მეტი პოპულარობა მოიპოვა.

ჯენიფერ ჰადსონი ფართო საზოგადოებამ 2004 წელს ამერიკულ მუსიკალურ შოუში American Idol მონაწილეობით გაიცნო. 2006 წელს მან ფილმში Dreamgirls საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარი მოიგო. 2013 წელს ჯენიფერს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მსახიობი 2015 წელს ბროდვეის მიუზიკლში The Color Purple მონაწილეობდა. გრემის მფლობელ შემსრულებელს სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული