Thumbnail

ნახეთ: რეგეის დღესთან დაკავშირებით No Woman, No Cry-ს ახალი კლიპი გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

1 ივლისს რეგეის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით ლეგენდარული იამაიკელი მუსიკოსის, ბობ მარლის წარმომადგენლებმა არტისტის ცნობილ კომპოზიციაზე No Woman, No Cry გადაღებული ახალი კლიპი გაავრცელეს. კრისტიან მერკადოს სარეჟისორო ნამუშევარი იამაიკასა და ნიუ იორკში მცხოვრები ოჯახების შესახებ მოგვითხრობს.

ნახეთ: ბობ მარლის 1977 წლის კონცერტის სრული ჩანაწერი გავრცელდა

ნახეთ: ბობ მარლის კომპოზიციის Redemption Song კლიპი გავრცელდა

No Woman, No Cry ბობ მარლიმ თავის ჯგუფთან, Bob Marley and the Wailers-თან ერთად 1974 წელს გამოუშვა. სიმღერა ალბომში Natty Dread შევიდა. ნამუშევარი ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის 500 საუკეთესო კომპოზიციას შორის დაასახელა.

ბობ მარლიმ რეგეი კოლექტივი Bob Marley and the Wailers 1983 წელს ჩამოაყალიბა. ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ალბომი The Wailing Wailers გაავრცელა. მუსიკოსს ჯგუფთან ერთად 12 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოშვებული.

19-წლიანი კარიერის განმავლობაში მარლის 75 მილიონ ჩანაწერზე მეტი აქვს გაყიდული. საკულტო არტისტი იამაიკური მუსიკისა და რეგეი კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული