ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი, გიორგი პავლიაშვილი, ფსევდონიმით მასტერი, მსმენელს ახალი კომპოზიციით Done დაუბრუნდა. მასტერის ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა, ლუკა კვარაცხელია, იგივე Kid L მონაწილეობს, რომელმაც გიორგისთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ტრეკის პროდიუსერი NetuH გახლავთ.
► მოუსმინეთ: მასტერი - Raindrops
► მოუსმინეთ: მასტერი - 2 გოგო Ft. Serhio & Diza
► მოუსმინეთ: მასტერი - მეტი არ
გიორგი პავლიაშვილმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი წარმატებული ჩანაწერი "მომე" გახლავთ. ამ ნამუშევარზე მუშაობისას, არტისტმა მის უფროს კოლეგებთან, კაბუსთან და ძვალთან ითანამშრომლა. მუსიკოსი საკუთარ სიმღერებში ხშირად იყენებს ძველი ქართული ტრეკების სემპლებს. მისი ცნობილი კომპოზიციებია: "დამსინა", "შენ წამოდი", "დარჩი რა" და სხვა.
კომენტარები