Thumbnail

კირკ ჰემეტი: საპირფარეშოში ვიჯექი, როდესაც Metallica-ში გაწევრიანება შემომთავაზეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Metallica-ს გიტარისტმა, კირკ ჰემეტმა გამოცემა Loudersound-თან ინტერვიუში ის მომენტი გაიხსენა, როდესაც დაურეკეს და ბენდში გაწევრიანება შესთავაზეს.

Metallica-ს გიტარისტი კირკ ჰემეტი: სიამოვნებით გადავიღებდი საშინელებათა ფილმს

"1 აპრილი იყო. საპირფარეშოში ვიჯექი, როცა Metallica-ს ხმის ინჟინერმა, მარკ უიტაკერმა დამირეკა. მას შემდეგ, რაც საუბარი დავასრულეთ და ტელეფონი გავთიშე, ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი ზარი მივიღე. საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა. რამდენიმე დღის შემდეგ ტრეკის ჩანაწერი გამომიგზავნეს. მაშინ ჯგუფ Exodus-ის წევრი ვიყავი. როდესაც ამის შესახებ ბიჭებს ვუთხარი, ძალიან გაბრაზდნენ. ერთ-ერთმა ლუდიც კი შემასხა", - იხსენებს ჰემეტი.

კირკ ჰემეტი, რომელიც გამოცემა Rolling Stone-მა ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტის ჩამონათვალში მეთერთმეტე პოზიციაზე დაასახელა, "მეტალიკას" 1983 წელს შეუერთდა. მანამდე ის თრეშ მეტალ ბენდ Exodus-ში მოღვაწეობდა.

ჯგუფი "მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული