Thumbnail

ნახეთ: ზიგი მარლიმ ბობ მარლის კომპოზიციები შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული იამაიკელი რეგეი მუსიკოსის, ბობ მარლის წარმომადგენლებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც არტისტის შვილი, ზიგი მარლი მამის 75-ე დაბადების დღის აღსანიშნავად მისივე კომპოზიციებს ასრულებს. ერთი საათის განმავლობაში ზიგიმ ბობ მარლის 12 ტრეკი იმღერა, მათ შორის One Love, Get Up, Stand Up და Redemption Song.

ზიგი მარლიმ კარიერა 1979 წელს დაიწყო. 2002 წლამდე ის ჯგუფ Ziggy Marley and the Melody Makers-ის ვოკალისტი გახლდათ. ზიგის ამ დრომდე 7 სოლო სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული