Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ. 

5. Art-გენი 2020 

23-26 ივლისი (ხუთშაბათი-კვირა)

ყოველწლიური ფესტივალის, "Art-გენის" თბილისის ტურს ტრადიციულად ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე ცნობილი ჯგუფები "ფრანი" და "33ა", ასევე ნინო ქათამაძე და სხვა არტისტები წარდგებიან. ნახეთ ფესტივალის სრული ლაინაფი.

4. CISKARI GARDEN: HVL | Kancheli | Kvanchi X Dito | Aksed X Ottonian

24 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს Сiskari Garden ქართული ელექტრონული სცენის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე HVL, Kancheli, Kvanchi, Dito, Aksed და Ottonian წარდგებიან. 

3. ბაღი: OTHR | Roman | St. Ativa | Spacejam 92 | Jorjick | Luka

24 ივლისი (პარასკევი)

24 ივლისს ახალი ღია სივრცე " ბაღი" ქართული ელექტრონული სცენის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე OTHR, Roman, Jorjick, St. Ativa, Spacejam 92 და Luka წარდგებიან

2. Utopia Tbilisi: Boyd Schidt | Michailo | Sevda | Sulava | Yanamaste

25 ივლისი (შაბათი)

შაბათს მთაწმინდის პარკში Utopia Tbilisi თავის პირველ ივენთს გამართავს. ღონისძიებაზე მისული მსმენელების წინაშე ქართველი არტისტები Мichailo, Boyd Schidt, Sevda, Sulava და Yanamaste წარდგებიან. 

1. LISI WONDERLAND: Bedford Falls | Anushka Chkeidze | Kodzo

25 ივლისი (შაბათი)

შაბათს მულტიფუნქციური სივრცე Lisi Wonderland ქართულ როკ ჯგუფს Bedford Falls მასპინძლობს. ცნობილ ბენდთან ერთად მსმენელთა წინაშე Anushka Chkeidze და Kodzo წარდგებიან.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული