Thumbnail

მოუსმინეთ: The Rolling Stones ჯიმი პეიჯთან ერთად ჩაწერილ ტრეკს Scarlet ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Rolling Stones 1974 წელს ჩაწერილი, დღემდე გამოუცემელი კომპოზიცია Scarlet გაავრცელა. ნამუშევარში საკულტო კოლექტივის Led Zeppelin გიტარისტი, ჯიმი პეიჯი მონაწილეობს. სინგლი ალბომის Goats Head Soup ბოქს-სეტში შევა, რომელიც 4 სექტემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.

ნახეთ: The Rolling Stones კომპოზიციას Criss Cross ავრცელებს

როგორც "როლინგ სთოუნზის" გიტარისტი, კით რიჩარდსი იხსენებს, სტუდიაში "ლედ ზეპელინის" რეპეტიციის შემდეგ მათ უნდა დაეკრათ, ჯიმი პეიჯმა კი სტუდიაში დარჩენა ისურვა.

"როდესაც სტუდიაში მივედით, "ლედ ზეპელინს" რეპეტიცია ახალი დასრულებული ჰქონდა, მათ შემდეგ ჩვენი ჯერი იყო, პეიჯმა კი დარჩენა ისურვა. კომპოზიციის გამოცემაზე არ გვიფიქრია, დემო ვერსია საჩვენებლად ჩავწერეთ", - იხსენებს რიჩარდსი.

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 30-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში ჩატარებული ტურნე A Bigger Bang Tour, 558 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლით, კომერციულად წარმატებული ტურნეების ტოპ ათეულში მესამე პოზიციას იკავებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული