Thumbnail

ნახეთ: Sonic Youth-ის სესიის From The Basement სრული ჩანაწერი გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Sonic Youth-ის პერფორმანსის From The Basement სრული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. ლაივი 2007 წელსაა გადაღებული. სესიაზე ბენდმა ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში 5 კომპოზიცია შეასრულა.

მოუსმინეთ: Sonic Youth ლაივ ალბომს Blastic Scene ავრცელებს

Sonic Youth ნიუ იორკში 1981 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Confusion Is Sex გაავრცელა. არსებობის 30-წლიან ისტორიაში კოლექტივს სულ 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი ნოიზ როკისა და ალტერნატიული როკის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. 2011 წელს Sonic Youth ჯგუფის ლიდერების, კიმ გორდონისა და თერსტონ მურის დაშორების შემდეგ დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული