Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Saturnze საგურამოში

31 ივლისი - 1 აგვისტო (პარასკევი-შაბათი)

პარასკევი-შაბათი საგურამო ივენთების სერიას "სატურნზე" მასპინძლობს. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მსმენელების წინაშე ქართველი არტისტები Zurkin, Will Gates, Sevda, Gio Shengelia, Roman, Vulkanski და სხვები წარდგებიან. ნახეთ სრული ლაინაფი.

4. Amo Electronic ყაზბეგში

1 აგვისტო (შაბათი)

1 აგვისტოს ყაზბეგში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Amo Eelectronic გაიმართება. მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტები NicoleNinasupsa, Newa, Ndrx, Kancheli და Zitto წარდგებიან. 

3. Lisi Wonderland: მწვანე ოთახი

1 აგვისტო (შაბათი)

შაბათს მულტიფუნქციური სივრცე Lisi Wonderland პოპულარული ქართული ჯგუფის, "მწვანე ოთახის" კონცერტს მასპინძლობს. ცნობილ ბენდთან ერთად მსმენელთა წინაშე Lasha Chapel, Kote Japaridze და Le Violet წარდგებიან.

2. eZo: 303 Hz

1 აგვისტო (შაბათი)

1 აგვისტოს ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის სკოლა 303 Hz მორიგ ივენთს გამართავს. ღონისძიებაზე მისული მსმენელების წინაშე სამ განსხვავებულ სცენაზე Skyra, Hvl, Toke, Generali Minerali, Hamatsuki, Hatsvali და Zurkin დამწყებ არტისტებთან ერთად წარდგებიან.

1. Porto: MokuMoku 

1 აგვისტო (შაბათი)

1 აგვისტოს ბათუმში მდებარე კაფე "პორტოში" ქართული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, MokuMoku-ს კონცერტი გაიმართება. ბენდთან ერთად ღონისძიებაზე მისული მსმენელების წინაშე Moku J და Spacejam 92 წარდგებიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული