Thumbnail

ნახეთ: ჰოლი ჰამბერსტოუნმა Radiohead-ის სიმღერა Fake Plastic Trees დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჰოლი ჰამბერსტოუნმა ლეგენდარული ინგლისური ჯგუფის, Radiohead-ის კომპოზიცია Fake Plastic Trees დააქავერა. არტისტის თქმით, ამ სიმღერას ბავშვობაში მამამისი ხშირად ასმენინებდა და ამიტომაც ჩანაწერს მის გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

Fake Plastic Trees "რედიოჰედის" რიგით მეორე სტუდიურ ალბომში The Bends არის წარმოდგენილი, რომელიც 1995 წელს გამოიცა.

ახალბედა მუსიკოსმა, ჰოლი ჰამბერსტოუნმა ამ დროისთვის სამი კომპოზიციის გამოშვება მოასწრო. სადებიუტო EP-ს ის აგვისტოში გაავრცელებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული