Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. UP2YOU: არა | რეზო და ბავშვები

6 აგვისტო (ხუთშაბათი)

6 აგვისტოს ბათუმში კლუბი UP2YOU პოპულარულ ქართულ ჯგუფს "არა" მასპინძლობს. პროექტი 2012 წელს ზურა ჯავახიამ ჩამოაყალიბა. კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა "როკსტარი", "გამოცდები", "კი" და "მსხალი" მოუტანა. მათთან ერთად მსმენელთა წინაშე ასევე "რეზო და ბავშვები" წარდგებიან.

4. Ciskari Garden: Vril | Zitto | Newa | Skyra

7 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს Ciskari Garden ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ქართველ არტისტებს მასპინძლობს. კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Vril, ZittoSkyra და Newa წარდგებიან. 

3. Alibi: მზესუმზირა

7 აგვისტო (პარასკევი)

7 აგვისტოს ბათუმში კომუნა Mzesumzira მორიგ ღონისძიებას გამართავს. ბარ "ალიბიში" შეკრებილი მსმენელების წინაშე Ako Von Unten, Audio Space, Frankie Beatnik, Rati, Kote Japaridze, Levi love Disco, Vasil და სხვა ქართველი არტისტები წარდგებიან. ნახეთ სრული ლაინაფი.

2. eZo: KHIDI 

7 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ხიდი" ერთი დღით ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ღონისძიების სტუმრებს ტრადიციულად ორი სცენა დახვდებათ, რომელსაც ბერლინელი მუსიკოსი Inhalt Der Nacht და ქართველი არტისტები დაიკავებენ. ნახეთ სრული ლაინაფი

1. Mono Hall X Kibe: ერეკლე დეისაძე | Bedford Falls | Killages | Anchith

9 აგვისტო (კვირა)

9 აგვისტოს ბათუმში მდებარე კაფე "კიბე" ერეკლე დეისაძესა და მის ბენდს უმასპინძლობს. მსმენელთა წინაშე ასევე ანა გოგიაშვილი პროექტით Anchith და პოპულარული ქართული ჯგუფები Bedford Falls და Killages წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული