ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლანა დელ რეიმ ინსტაგრამის საშუალებით ახალი კომპოზიციის Tulsa Jesus Freak ნაწყვეტი გაავრცელა. სიმღერის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი ჯეკ ანტონოვი იქნება, რომელსაც ლანასთან წარსულშიც არაერთხელ უთანამშრომლია.
► ნახეთ: ლანა დელ რეი საკუთარ ლექსს Salamander კითხულობს
► ლანა დელ რეიმ ახალი ალბომის სახელწოდება გაამხილა
Tulsa Jesus Freak პირველი კომპოზიცია იქნება, რომელსაც ლანა დელ რეი ბოლო ალბომის Norman Fucking Rockwell! გამოცემის შემდეგ გაავრცელებს.
ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.
კომენტარები