ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.
გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.
5. KIBE: Lost X Kibe
11 და 15 აგვისტო (სამშაბათი და შაბათი)

11 და 15 აგვისტოს ბათუმში მდებარე კლუბი "კიბე" ქართველ არტისტებს უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე Jorjick, Greenbeam & Leon, Yanamaste და სხვა მუსიკოსები წარდგებიან. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.
4. SECTOR 26: Stefan Biniak
12 აგვისტო (ოთხშაბათი)

12 აგვისტოს ბათუმს ცნობილი ბერლინელი დიჯეი Stefan Biniak ეწვევა. ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირებული არტისტი აჭარის დედაქალაქში მდებარე კლუბში Sector 26 დაუკრავს.
3. CISKARI GARDEN: Hector Oaks | Ndrx b2b Kancheli | Zesknel | Bassil
14 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს Ciskari Garden ცნობილ ბერლინელ დიჯეისა და პროდიუსერს, Héctor Oaks-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კუს ტბაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Zesknel, Kancheli, Ndrx და Bassil წარდგებიან.
2. PORTO: მზესუმზირა
15 აგვისტო (შაბათი)

შაბათს ბათუმში Mzesumzira-ს შოუქეისი გაიმართება. კლუბ "პორტოში" შეკრებილი მსმენელების წინაშე Audio Space, Rati და Emmett Brown წარდგებიან.
1. მუსიკალური ფესტივალი Rokva რაჭაში
15-16 აგვისტო (შაბათი-კვირა)

15-16 აგვისტოს რაჭაში მუსიკალური ფესტივალი Rokva გაიმართება. კურორტ შოვში შეკრებილი მსმენელების წინაშე ერეკლე დეისაძე, ჯგუფები Bedford Falls, The Bearfox, 4D Monster Lobsters, Killages და სხვა არტისტები წარდგებიან. ნახეთ სრული ლაინაფი.
კომენტარები