Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Soho: მწვანე ოთახი

20 აგვისტო (ხუთშაბათი)

ხუთშაბათს ბათუმში კონცერტს პოპულარული ქართული ჯგუფი "მწვანე ოთახი" გამართავს. კლუბში Soho შეკრებილი მსმენელების წინაშე მუსიკოსები თავისი ჰიტებითა და ახალი კომპოზიციებით წარდგებიან. ლაივის შემდეგ სცენას დიჯეი სეტით Kahaberi დაიკავებს.

4. ბაღი: Arya Session

21 აგვისტო (პარასკევი)

პარასკევს "ბაღი" მუსიკალური პორტალის Arya პირველ სესიას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Jeronimo, Ras Green, Mush One, DJ Grotask და სხვა ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტები წარდგებიან.

3. Daisi ბათუმში

21-22 აგვისტო (პარასკევი-შაბათი)

21-22 აგვისტოს ბარი "დაისი" ბათუმში გადაინაცვლებს და ორდღიან ფესტივალს გამართავს. შავი ზღვის სანაპიროზე შეკრებილი მსმენელების წინაშე ლეიბლის Mzesumzira Records წარმომადგენელი არტისტები, ფრანგი დიჯეი Mezigue, ასევე Hamatsuki, Zurkin და სხვა ქართველი მუსიკოსები წარდგებიან. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.

2. Lisi Island ანაკლიაში

21-23 აგვისტო (პარასკევი-კვირა)

21-23 აგვისტოს Lisi Wood ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს Lisi Island გამართავს. მსმენელთა წინაშე Nikakoi, Natalie Beridze, Jorjick, Newa, Boyd Schidt, Zitto, Ndrx, Kancheli და სხვა ქართველი არტისტები წარდგებიან. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი

1. უღრან ტყეში: რეზო კიკნაძის კვინტეტი | გიგი ცინცაძის ტრიო

22-23 აგვისტო (შაბათი-კვირა)

22-23 აგვისტოს "უღრან ტყეში" ჯაზის, ელექტრონული და კლასიკური მუსიკის საღამოებს უმასპინძლებს. დამსწრეებს რეზო კიკნაძის კვინტეტსა და გიგი ცინცაძის ტრიოსთან ერთად სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ქართველი არტისტების მოსმენაც შეეძლებათ. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი

კომენტარები

ბოლოს დამატებული