Thumbnail

არიანა გრანდემ რიანას რეკორდი მოხსნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე მუსიკალური პლატფორმა Spotify-ის რეკორდსმენია. კომპანია Chart Data-ს მონაცემებით, მომღერალმა, სტრიმინგ სერვისზე 20,5 მილიარდზე მეტი მოსმენით, ბარბადოსელ რიანას გადაასწრო და ყველაზე მეტი მოსმენის მქონე ქალ არტისტად იქცა.

არიანა გრანდე: შეიძლება, რიანას შევძულდე, მაგრამ მის ახალ ალბომს მოუთმენლად ველი

ამ მიღწევას თავად არიანა ინსტაგრამზე გამოეხმაურა და მსმენელებს მადლობა გადაუხადა.

"ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ მისმენთ. ერთი სული მაქვს, როდის გავავრცელებ ახალ ნამუშევრებს. ახლა კი რიანას ვთხოვ, მალე გამოუშვას თავისი ალბომი. ამ შემთხვევაში მას შეეძლება, პირველობა დაიბრუნოს", - წერს არიანა გრანდე სოციალურ ქსელში.

არიანას აქამდეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რირის დიდი თაყვანისმცემელია. თუმცა, მომღერლებს, მრავალწლიანი მოღვაწეობის მიუხედავად, ერთმანეთთან არ უთანამშრომლიათ.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული