Thumbnail

The Rolling Stones ლონდონში სექტემბერში საკუთარ მაღაზიას RS No.9 გახსნის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი The Rolling Stones ლონდონში, ქერნების ქუჩაზე 9 სექტემბერს საკუთარ მაღაზიას RS No.9 გახსნის, სადაც ბენდთან დაკავშირებული ბრენდირებული ნივთები, ტანსაცმელი, სტუდიური ნამუშევრები და ა.შ. გაიყიდება.

ნახეთ: ემი უაინჰაუსი და The Rolling Stones სიმღერას Ain't Too Proud to Beg ასრულებენ

ნახეთ: The Rolling Stones კომპოზიციაზე Scarlet გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ნახეთ: The Rolling Stones კომპოზიციას Criss Cross ავრცელებს

კოლექტივმა ტვიტერზე მაღაზიის სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელა.

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 30-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში ჩატარებული ტურნე A Bigger Bang Tour, 558 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლით, კომერციულად წარმატებული ტურნეების ტოპ ათეულში მესამე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული