ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.
გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.
5. UP2U: ერეკლე დეისაძე
25 აგვისტო (სამშაბათი)

სამშაბათს ბათუმში კლუბი UP2YOU ერეკლე დეისაძესა და მის ბენდს უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე ასევე ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი Jorjick და ანი კვირკველია წარდგებიან.
4. SECTOR 26: Stefan Biniak
28 აგვისტო (პარასკევი)

28 აგვისტოს ცნობილი ბერლინელი დიჯეი Stefan Biniak ბათუმს კიდევ ერთხელ ეწვევა. ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირებული მუსიკოსი კლუბში Sector26 დაუკრავს.
3. "ზაფხულის ღამის ჯაზი" სიღნაღში
27-28 აგვისტო (ხუთშაბათი-პარასკევი)

27-28 აგვისტოს სიღნაღში ჯაზ ფესტივალის "ზაფხულის ღამის ჯაზი" გასვლითი ტური გაიმართება. მსმენელთა წინაშე ბექა გოჩიაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, ლევან დეისაძე, პაატა ანდრიაძე, უჩა მეტრეველი და სხვა არტისტები წარდგებიან.
2. CISKARI GARDEN: Hypersonic 2020
28-29 აგვისტო (პარასკევი-შაბათი)

28-29 აგვისტოს თბილისის ორი წამყვანი კლუბის, "ბასიანისა" და "ხიდის" ორგანიზებით ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Hypersonic გაიმართება. Ciskari Garden-ში შეკრებილი მსმენელების წინაშე Ancient Methods, Hector Oaks, Phase Fatale, Marcel Dettmann და ქართული ტექნო სცენის წარმომადგენლები წარდგებიან. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.
1. SOHO: სტეფანე
29 აგვისტო (კვირა)

29 აგვისტოს ბათუმში კონცერტს პოპულარული ქართველი შემსრულებელი, სტეფანე მღებრიშვილი გამართავს. კლუბ Soho-ში მისულ მსენელებს მუსიკოსი როგორც ახალ, ასევე ყველასთვის კარგად ნაცნობ კომპოზიციებს შესთავაზებს.
კომენტარები