Thumbnail

A$AP Rocky-მ წითელი ხალიჩებიდან Rihanna-ს საუკეთესო ჩაცმულობა გამოარჩია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჟურნალმა GQ იუთუბზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი, რიანა პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ A$AP Rocky-ს 18 შეკითხვას უსვამს. ინტერვიუ რირის ბრენდის, Fenty Beauty-ს კანის მოვლის საშუალებების ახალი ხაზის Fenty Skin პრომოუშენის ფარგლებში ჩაიწერა, რომლის ერთ-ერთი სახეც ეისეფ როქია.

რიანამ თავის "ორეულს" ალბომის გამოშვება სთხოვა

ნახეთ: რიანა საუბრობს, როგორ უვლის კანს დაძინებამდე

კითხვები ძირითადად კანის მოვლის რუტინას ეხებოდა, თუმცა, საუბარი ერთმანეთის ჩაცმის სტილზეც ჩამოვარდა, რა დროსაც მომღერალი დაინტერესდა, კამერების წინაშე მისი გლამურული გამოჩენებიდან, რომელმა დაიმსახურა რეპერის განსაკუთრებული მოწონება. პასუხად ეისეფმა 2019 წლის British Fashion Awards-ის დაჯილდოება გამოარჩია, როცა რირი წითელ ხალიჩაზე საკუთარი ბრენდის, Fenty-ს კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ იმ საღამოს არტისტებმა კამერების წინ ერთად იპოზიორეს.

- British Fashion Awards-ის წითელ ხალიჩაზე როგორც გამოიყურებოდი, ყველაზე მეტად მომეწონა.
- მართლა? ანუ წითელი ხალიჩებიდან და ვიდეორგოლებიდან, სადაც კი ოდესმე გამოვჩენილვარ, ყველაზე მეტად ეგ ჩაცმულობა მოგეწონა?, - იკითხა რირიმ გაოცებით.
- ჩემი ფავორიტი ეგაა. შენ რა, არ მოგწონს?, - დაინტერესდა როქი.
- როგორ არა, უბრალოდ, არ ველოდი, რომ ამ ჩაცმულობას გამოარჩევდი. მასში არაფერია განსაკუთრებული, - უპასუხა ბარბადოსელმა.
- წარმოუდგენლად მაგარი იყო, - მიუგო როქიმ.

ეისეფ როქი და რიანა British Fashion Awards-ის წითელ ხალიჩაზე 

მანამდე კი რიანამ რეპერის პირველი გამოჩენა შეაფასა BET Awards-ის წითელ ხალიჩაზე და სახუმარო შეფასებები არ დაიშურა.

- ღმერთო ჩემო, ასე გეცვა წითელ ხალიჩაზე?
- ჰო, შავს შავი შევუხამე. Hermes-ის ქამარი მიკეთია, ყელზე კი ჰიპ ჰოპის სიმბოლო მაქვს ჩამოკიდებული.
- არა, შენ "ჰერმესზე" და რეპზე ნუ ამახვილებ ყურადღებას. ნუ ცდილობ, ეს ჩაცმულობა რაიმეთი გაამართლო. ამ ფოტოზე მართლა შენ ხარ?, - ჩაეკითხა რირი.
- შეხედე ამ სიმპატიურ ტიპს. კი, ეს მე ვარ, - დაუდასტურა როქიმ.
- მაშინაც რომ გქონოდა Fenty Skin-ის კანის მოვლის საშუალებები, კარგი იქნებოდა", - გაეხუმრა მომღერალი.

რიანასა და ეისეფ როქის წარსულში არაერთხელ უთანამშრომლიათ. რეპერი მომღერლის ტრეკის Cockiness (Love It) რემიქს ვერსიაში მონაწილეობს, ბარბადოსელი კი ეისეფის ცნობილ კლიპში Fashion Killa.

კომენტარები

ბოლოს დამატებული