Thumbnail

მოუსმინეთ: ენჯელ ოლსენმა ახალი ალბომი Whole New Mess გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ენჯელ ოლსენმა ახალი, რიგით მეხუთე ალბომი Whole New Mess გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი, რამდენიმე ახალ სიმღერასთან ერთად, წინა ნამუშევარში შესული კომპოზიციების ალტერნატიულ ვერსიებს აერთიანებს.

ენჯელმა ალბომი ხმის რეჟისორ მაიკლ ჰარისთან ერთად 2018 წლის ოქტომბერში, ვაშინგტონის შტატში მდებარე კათოლიკური ეკლესიის ყოფილ შენობაში ჩაწერა, რომელიც სტუდიადაა გადაკეთებული. ოლსენის თქმით, ნაგებობაში არსებული დერეფნები მის ხმას ბუნებრივი ექოს ეფექტს აძლევდა.

► ნახეთ: Angel Olsen - Waving, Smiling

► ნახეთ: ენჯელ ოლსენმა ჯიმი ფელონის შოუში Whole New Mess შეასრულა

ენჯელ ოლსენმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2012 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Half Way Home გაავრცელა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა My Woman მოუტანა. მისი შემოქმედება ინდი როკსა და ინდი ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული