Thumbnail

ნახეთ: მაიკლ ჯექსონის სიმღერის They Don't Care About Us ახალი კლიპი გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ოსკაროსანმა რეჟისორმა, სპაიკ ლიმ ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის 62 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპოზიციის They Don't Care About Us ახალი კლიპი გაავრცელა. ნამუშევარში პოლიციის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე გადაღებული კადრებია გამოყენებული.

► მუსიკოსები პოლიციელის მიერ შავკანიანი რეპერის მკვლელობას აპროტესტებენ

კომპოზიცია They Don't Care About Us ჯექსონის რიგით მე-9 სტუდიურ ალბომში HIStory: Past, Present and Future, Book I არის წარმოდგენილი, რომელიც 1995 წელს გამოიცა. ამ სიმღერაზე კიდევ ორი კლიპია გადაღებული, რომელთა რეჟისორიც აგრეთვე სპაიკ ლი გახლავთ.

► რატომ იტირა მაიკლ ჯექსონმა Moonwalk-ის პირველად შესრულების შემდეგ

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული